ჭრილობის მენეჯმენტი: ტრენინგის მეოთხე დღე
პროექტ PAGEL- (Projektes Partnerschaften für den Gesundheitssektor in Entwicklungsländern) ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ ჭრილობის მენეჯმენტის ტრენინგის მონაწილეებმა მოახსენეს წინა დღის პატარა ჯგუფებში შესრულებული სამუშაოს შედეგები. გაიმართა დისკუსია საქართველოში ჭრილობების მკურნალობის აქამდე არსებულ სტრატეგიებზე.
შესვენების შემდეგ პროფესორმა ჰაუკე შუმანმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე ,,ჭრილობის შეხვევის მთავარი პრინციპები“. სასემინარო დღის ბოლოს გაიმართა დისკუსია. ტრენინგის მონაწილეებმა შეაჯამეს სასემინარო დღე.