აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დაარსების 85 წლის იუბილე

27 სექტემბერს დ. ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნა დაარსებიდან 85 წლის იუბილე.

42687382 1479199492225233 866227799034167296 o

საღამოს ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - ბატონი მიხეილ ბატიაშვილი, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი შაფთაი ცური მეუღლითურთ, ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში  –  ბატონი გიედრიუს პუოჯუნასი, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ქართული და ებრაული ლიტერატურული და სამეცნიერო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, აგრეთვე ისრაელიდან სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის  ჩამოსული დელეგაცია - გაერთიანება „გულთა კავშირის“ წევრები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე. 

ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი და ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი და საქმისწარმოებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის კურატორი ირინე ბიბილეიშვილი. 

42689801 1479200545558461 3600542131585810432 o

საღამოს უძღვებოდნენ მუზეუმის დირექტორი პროფ. გივი ღამბაშიძე, მუზეუმის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი, მუზეუმის მთავარი კონსულტანტი, ისრაელში საქართველოს ებრაელთა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პროფ. შალვა წიწუაშვილი. 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მუზეუმს იუბილე მიულოცეს მიხეილ ბატიაშვილმა, შაფთაი ცურმა, რაფიელ მესენგისერმა, ბაღათერ არაბულმა, მერაბ კილაძემ. 

მამა ადამი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, დალოცა მუზეუმის თანამშროლები და ბატონი გივი ღამბაშიძე, რომელიც ამ დღეს იუბილარი გახლდათ.

იუბილის ფარგლებში გაიმართა წიგნის – „საქართველოს ებრაელთა პროზა“ (ხოლონი, ისრაელი, 2018) - წარდგენა, რომლის პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ ისტორიის მეცნ. დოქტორი შალვა წიწუაშვილი. 

საღამო დაამშვენა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის, ბადრი ჯანაშვილის და ბავშვთა ანსამბლ „გვირილას“ მიერ შესრულებულმა სიმღერებმა.

Created by Joomla.ge