აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

სტუმრად ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმში

27 ივლისს დ. ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმში გაიმართა  2016 წ. მუზეუმის თანამონაწილეობით გამოცემული წიგნის – "საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიის" –  წარდგინება. ღონისძიება ჩატარდა   ისრაელში საქართველოს ებრაელთა კვლევის ცენტრსა (ხელმძღვანელი პროფესორი შალვა წიწუაშვილი) და ასოციაცია "ესთა"-სთან (პრეზიდენტი ევა ბაბალაშვილი) თანამშრომლობით. 

საღამოს ესწრებოდნენ ისრაელის ელჩი საქართველოში ბ-ნი შაბთაი ცური მეუღლითურთ, საქართველოს საპატრიარქოს, შემოქმედებითი, სამეცნიერო საზოგადოების, "ქართველი ჩოხოსნების" წარმომადგენლები. 

პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი და საქმისწარმოების სამსახურის ხელძღვანელი ირინა ბიბილეიშვილი. 

ებრაელ მეცნიერთა და ლიტერატორთა დელეგაცია საქართველოს 25 ივნისს ეწვია. ვიზიტის მიზანი გახლდათ  წიგნის – „საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიის“ წარდგინება ქართული საზოგადოების წინაშე. ღონისძიებებს ოთხმა  ქალაქმა უმასპინძლა: თბილისმა, ქუთაისმა, გორმა და ბაღდათმა.  

ანთოლოგიაში შესულია ქართველ ებრაელთა ლექსები. პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორია შალვა წიწუაშვილი. სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან გერშონ ბენ ორენი, ნანა შაბათაშვილი და ნუგზარ ჯანაშვილი.

წიგნის პირველი პრეზენტაცია ისრაელში ამა წლის 2 იანვარს გაიმართა ბათ-იამის კულტურის ცენტრში.  


Created by Joomla.ge