აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის 
რექტორი, ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები
და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ

სამხედრო მოსამსახურის, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილის 
არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო

 

და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ნათესავებს, კოლეგებს, მეგობრებს, სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ ჩვენს თანამოქალაქეებს, ქართულ საზოგადოებრიობასა და სრულიად საქართველოს.  

22 თებერვალს დაბა ახალგორში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი. 

23 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა. მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი კიბეზე დაგორდა, ტრავმა მიიღო და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით. 

ამ ვერსიის არ სჯერა გარდაცვლილის ოჯახს, პოლიტიკურ გაერთიანებათა, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს, რომლებიც ვარაუდობენ, რომ არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს. დე ფაქტო ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას აჭიანურებს რუსეთში ექსპერტიზის ჩატარების საბაბით.

Created by Joomla.ge