აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ნიკო კეცხოველის დაბადებიდან 120 წლის იუბილეზე

26 დეკემბერს დავით ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გაიმართა ცნობილი ქართველი მეცნიერის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის (1945-1952), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის (1945), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, აკადემიკოს ნიკო კეცხოველის (1897-1982) ხსოვნის საღამო. 

          

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი და საქმისწარმოებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის კურატორი ირინე ბიბილეიშვილი. 

გამომსვლელებმა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ასევე ნიკო კეცხოველის ნათესავებმა  და ოჯახის წევრებმა  გულთბილად გაიხსენეს დიდი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ნიკო კეცხოველი.

Created by Joomla.ge