განათლება – ვისი პასუხისმგებლობაა?
ქ. ვენაში 2018 წლის 22–26 ნოემბერს გაიმართა საერთაშორისო ქართულ-გერმანული სიმპოზიუმი „განათლება: ვინ არის პასუხისმგებელი?“.
ფორუმი ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის, გერმანელ მეცნიერთა გაერთიანება ,,პროფესორთა ფორუმისა” (გერმანია) და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით.
ამ თანამშრომლობას რამდენიმე წლის ისტორია აქვს. ჩვენ უკვე ჩავატარეთ ორი ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. ეს უკანასკნელი, რომლის თემა გახლდათ ,,ქრისტიანობა და ევროპული ცივილიზაცია”, 2015 წლის 21-22 ნოემბერს მიუნხენის მახლობლად, შაიერნის წმიდა ჯვრის მონასტერში გაიმართა.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ თანამედროვე საზოგადოებაში სულიერების განმტკიცებისთვის აუცილებელია ქრისტიანული ფასეულობების განმარტება, აღიარება და გავრცელება იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში ძლიერდება სეკულარული ტენდენციები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საქმეში მეცნიერთა მონაწილეობა, რადგან სულიერებისაგან გაუცხოების პროცესი დღეს მხოლოდ მეცნიერების მეოხებით სულიერების გარეშე თავისუფლების, კანონიერებისა და საყოველთაო კეთილდღეობის დამყარების შესაძლებლობის რწმენამ დააგვირგვინა.
სულიერ და მატერიალურ ფასეულობათა შორის დარღვეული წონასწორობის აღდგენა ხელს შეუწყობს დედამიწაზე მშვიდობიანი თანაარსებობის პროცესის წინსვლასა და წარმატებას.
ქართველ მონაწილეთა სია:
- არქიმანდრიტი ადამი – ვახტანგ ახალაძე – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის წევრი.
- ეკატერინე კვაჭანტირაძე – კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი.
- ალექსი გერასიმოვი – თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის წევრი.
- გოჩა ბარნოვი – თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პროფესორი.
- ალექსანდრე დაუშვილი – ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.
- გიორგი გვასალია – ღვთისმეტყველების მაგისტრი, დოქტორანტი. ისტორიის მაგისტრი.
- თეიმურაზ ბუაძე – თბილისის სასულიერო აკადამიისა და სემინარიის პატროლოგიის კათედრისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი.
- ელდარ ბუბულაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორი. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის წევრ