აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

მრგვალი მაგიდათ თემაზე: ხანგრძლივი ზრუნვის 
სისტემების განვითარება საქართველოში

2016 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომლის მიზანიც გახლდათ 2016 წლის ბოლოს სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან  ერთობლივად დაგეგმილი კონფერენციის – „ ხანგრძლივი ზრუნვის სისტემების განვითარება საქართველოში“ –  ორგანიზება.

მრგვალ მაგიდას უძღვებოდა უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ:  საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის;  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის;  საქართველოს კარიტასის;  საქართველოს წითელი ჯვრის; გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის და სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ  საექთნო განათლებისა და შინმოვლის პრობლემატიკაზე საქართველოში.

ეფექტური მუშაობისათვის მომავალი საერთაშორისო კონფერენციის თემატიკა 3 სექტორად დაიყო, ესენია:  საექთნო განათლება, შინმოვლისა და ზრუნვის სისტემების პრობლემატიკა და დარგში საკანონმდებლო ბაზის ოპტიმიზაციის მიმართულება. დაიგეგმა სამივე სექტორის საინიციატივო ჯგუფების დამოუკიდებელი შეხვედრები, ყოველთვიურად გაერთიანებული სხდომების ჩატარების პერსპექტივით.   

საერთაშორისო კონგრესი გაიმართება დეკემბრის ბოლოს საქართველოს საპატრიარქოს, თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის, თბილისის მერიის, საქართველოს კარიტასის, საქართველოს წითელი ჯვრის, გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელშეწყობითა და ორგანიზებით.

 

Created by Joomla.ge