საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმომსვლელ სტუდენტთა რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის 31აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი);
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
- 2 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ფოტოს ელ.ვერსია ჩაწერილი (CD)-ზე;
- აკადემიური ცნობა (ნიშნების ფურცელი)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
- სასწავლებელში ჩარიცხვის ბრძანების ქსეროასლი
პირველ რიგში აღნიშნულ ელფოსტაზე - უნდა გადმოგზავნოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ (საკონტაქტო მონაცემები, რომელ სპეციალობაზე გადმოდიხართ და აკადემიური ცნობა (ნიშნების ფურცელი) ამის შემდეგ მიიღებთ ინფორმაციას რომელ სემესტრიდან შეძლებთ ჩვენთან სწავლის გაგრძელებას (ინფორმაციას კრედიტების აღიარების შესახებ).
საბოლოოდ წარმოადგენთ სრულყოფილად დოკუმენტებს მითითებულ ვადებში.
უნივერსიტეტის მისამართია:
თბილისი, დ.უზნაძის 68.
საკონტაქტო პირი
გია სულაბერიძე. ტელ: 599757046.
ბორის ზაალიშვილი 593743852