აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

     26 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის უნივერსიტეტში მოეწყო შეხვედრა თურქეთში მოქმედ ერთადერთ ქართულ ანსამბლ "ქაფდაღთან".

    აღნიშნულ შეხვედრაზე დიალოგები ძალზედ საინტერესოდ წარიმართა, კერძოდ კი ისაუბრეს დიდ ქართველ პატრიოტზე, ახმედ მელაშვილზე, რომელიც თურქეთში მოღვაწეობდა და დიდი წვლილი მიუძღვის იქაურ ქართველებს შორის ქართული კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებაში; ასევე უფრო დეტალურად ისაუბრეს ანსამბლის შესახებ, მათ მიზნებსა და ამოცანებზე; ქართულ კულტურაზე, ტრადიციებზე და სხვა მრავალ თემაზე. მრავალ საპატიო სტუმართან ერთად შეხვედრაზე ასევე მოწვეული იყო სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ბ–ნი ჯონი აფაქიძე და თვალსაჩინო პოეტი და ლიტერატორი ბ–ნი ემზარ კვიტაიშვილი, ისინი აქტიუ–რად შეუერთდნენ დიალოგს და დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით.

     ანსამბლის ხელმძღვანელმა იბერია მელაშვილმა, თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა და პროფესორმა არქომანდრიტმა ადამ ახალაძემ და საპატიო სტუმრებმა ერთმანეთს სამა–ხსოვრო საჩუქრები გადასცეს და სურვილი გამოთქვეს ამგვარი შეხვედრის კვლავ ჩატარებაზე. შეხვედრის ბოლოს გაიმართა ვახ–შამი, სადაც ანსამბლმა დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა უძვე–ლესი ქართული ფოლკლორის  რამდენიმე ნიმუში. საღამომ სასიამოვნოდ და ლამაზად ჩაიარა, რაც თითოეულმა სტუმარმა განსაკუთრებულად აღნიშნა.

Created by Joomla.ge