შეხვედრა მარმარის უნივერსიტეტში
26 მაისს თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორმა შეხვედრა გამართა მარმარის უნივერსიტეტის ვიცე რექტორ მეჰმედ აკალინთან. რექტორებმა ერთმანეთს გააცნეს მათი უნივერსიტეტების საქმიანობის თავისებურებები, ისაუბრეს ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის არსებობის პრობლემებზე, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელების პრიორიტეტებზე. გამოიკვეთა ის როლი, რომელიც ამ ორ უნივერსიტეტს შეუძლია შეასრულოს საქართველო-თურქეთის კულტურულ საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების განვითარების საქმეში.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა აიღეს ვალდებულება თავიანთ ქვეყნებში ხელი შეუწყონ ორი უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო მოღვაწეობის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლას.
იმავე დღეს ქართული დელეგაციის წევრებს უმასპინძლა მარმარის უნივერსიტეტის მაცნიერებისა დახელოვნების ფაკულტეტის დეკანმა მერალ უნალმა.