საჯარო ლექცია უნივერსიტეტში
2014 წლის 26 მარტს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა რექტორის, არქიმანდრიტი ადამის მორიგი საჯარო ლექცია თემაზე, „ინფორმაცია ჩვენში და ჩვენს გარშემო“. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ–მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
არქიმანდრიტმა ადამმა ისაუბრა ინფორმაციის თავისებურებებზე, მოწოდებისა და გადაცემის ტექნოლოგიურ ციკლზე, მასმედიის ზეგავლენაზე, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებზე და ადამიანის მსოფლმხედველობისა და განათლების როლზე ინფორმაციის სელექციაში და მავნე ზეგავლენის პრევენციაში.
ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
საჯარო ლექცია ჩატარდა ღონისძიებათა ციკლიდან „რექტორის საათი“, რომლის ფორმატშიც დეკემბრის თვეში გაიმართა შეხვედრა–სემინარი თემაზე , „წიგნი ადამიანის ცხოვრებასა და კაცობრიობის ისტორიაში“.