სტუდენტების საყურადღებოდ!
გაცნობებთ რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების კადრებით უზრუნველყოფის მიზნით იწყებს დამკვირვებელთა ბაზის განახლებას და დამატებითი ახალი კადრების მოძიება/შერჩევას.
შერჩეული კანდიდატები აუცილებლად უნდა იყვნენ მე-3 კურსის სტუდენტები ან მაგისტრები რომელთაც რეკომენდაციას გაუწევს უნივერსიტეტი.
უნივერსიტეტის მიერ რეკომენდირებული პირის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტა გადაეგზავნება ცენტრს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მეთვალყურეობა პიროვნებისაგან მოითხოვს დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამძლეობას. ეს საქმიანობა არ გულისხმობს პასიურ მეთვალყურეობას, არამედ სამუშაოს დატვირთვიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე პიროვნებისაგან მოითხოვს რიგ პიროვნული, თუ ფიზიკური უნარების ჩართვას, რომლებიც გამოცდების ხარისხიანად ჩატარების საფუძველს ქმნიან.
შესაბამისად რეკომენდაციების მიღების შემდეგ სტუდენტებთან დაიგეგმება შერჩევის პროცესი, რაც მოიცავს კომპიუტერული უნარ-ჩვევების შემოწმებასა და ჯგუფურ გასაუბრებას; კანდიდატებს წინასწარ დავუკავშირდებით და მოვიწვევთ გასაუბრებაზე.
შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატები დასაქმებამდე გაიდან ტრენინგების ორ ციკლს და ტრენინგზე მიღებული პროფესიული ცოდნის შესაფასებელ ტესტირებას,სადაც მოწმდება მომავალ დამკვირვებელთა ცოდნა - რამდენად ფლობენ ისინი გამოცდების სწორად ადამინისტრირების წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ცოდნას.
სწორედ ამ ტესტირების შემდეგ ხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება - აპლიკანტის გამოცდებზე დამკვირვებლად დასაქმება. კანდიდატების დასაქმება ხორციელდება შიდა ტესტირებაზე მიღებული ქულების რეიტინგული სიის საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირებმა ზემოთ მითითებული მონაცემები მოგვაწოდეთ ელექტრონულად 3თებერვლამდე