2010 წლის 26 ოქტომბერს გაიხსნა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის მისიონერულ–საგანმანათლებლო კითხვანი თემაზე „უკრაინის სულიერი განვითარების სტრატეგია – სულიერისა და ამქვეყნიურის კავშირი“. ეს საეკლესიო–საერო სამეცნიერო–პრაქტიკული ფორუმი მოაწყვეს უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდთან არსებულმა მისიონერულმა განყოფილებამ და მართლმადიდებელ პედაგოგთა საზოგადოებამ.
პლენარულ სხდომებზე მოხსენებები წაიკითხეს უკრაინის, ბელორუსიის, საქართველოს, იტალიისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა.
„რწმენა და ცოდნა: ინტეგრაციის პრობლემები თანამედროვე მსოფლიოში“– ასეთი იყო საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის, წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის არქიმანდრიტ ადამის მოხსენების თემა.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა 6 სექციური სხდომა და ერთი მრგვალი მაგიდა. სექციურ მუშაობას, რომლის თემა გახლდათ „ქრისტიანული მოწყალების საქმე და ბიოსამედიცინო ეთიკის საკითხები“, წარმართავდა სექციის თავმჯდომარე არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე).