აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

პროფესორ იაზიკოვას საჯარო ლექცია -  "ხატების სახელოვნებო 
და საღვთისმეტყველო ენა უძველესი დროიდან დღემდე"

25 ოქტომბერს უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ხელოვნებათმცოდნე, მოსკოვის წმიდა ანდრია მოციქულის სახელობის ბიბლიურ-საღვთისმეტყველო ინსტიტუტის დოცენტი, კოლომენსკის სასულიერო სემინარიის პროფესორი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ბიბლიური საღვთისმეტყველო კომისიისა და  საპატრიარქოსთან არსებული ხელოვნების, არქიტექტურისა და რესტავრაციის საექსპერტო საბჭოს წევრი ირინა იაზიკოვა. იგი ათამდე წიგნის ავტორია უძველესი და თანამედროვე ხატწერის შესახებ, რომლებიც რამდენიმე ენაზეა თარგმნილი.

სტუმარი დამსწრეთ წარუდგინა უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა (ვახტანგ ახალაძემ). 

პროფესორმა იაზიკოვამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ხატების სახელოვნებო და საღვთისმეტყველო ენა უძველესი დროიდან დღემდე. 


მეცნიერმა ზედმიწევნით საინტერესოდ ისაუბრა როგორც ხატის საღვთისმეტყველო გადმოცემის კანონიკაზე, ასევე ხატის, როგორც ხელოვნების ნიმუშის, ღირებულებასა და მნიშვნელობაზე. მან დამსწრეთ მოუთხრო, თუ როგორ ფორმირდება ხატის ენა, როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში მისი სტილისტიკა, რა რჩებოდა უცვლელი ხატში და რა სიახლენი შემოდის თანამედროვე ხატწერაში.

ლექციის ბოლოს ქალბატონმა ირინა იაზიკოვამ უპასუხა შეკითხვებს.

 

Created by Joomla.ge