აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ჭრილობის მენეჯმენტი: ტრენინგის მეორე დღე

დღეს პროექტ PAGEL- (Projektes Partnerschaften für den Gesundheitssektor in Entwicklungsländern)  ფარგლებში   საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ  ჭრილობის მენეჯმენტის ტრენინგის მეორე დღეა. 35 მსმენელის წინაშე  ჭრილობის მართვის სპეციალისტი, პროფესორი  ფალკ გოედეკე  წარსდგა პრეზენტაციით  ,, მიკრობიოლოგიის საფუძვლები, ჰიგიენა და ჭრილობის დამუშავება“.

2509201802

შესვენების შემდეგ   პროფესორმა ჰაუკე შუმანმა   წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე ,, ვენური უკმარისობის და ლიმფური სტაზის მკურნალობის მთავარი პრინციპები“. ამავე თემაზე დამსწრეთ ესაუბრა პროფესორი  ფალკ გოედეკეც. 

2509201801

დღის ბოლო ნაწილი მიეძღვნა პრაქტიკული მაგალითების (კლინიკური შემთხვევების)  განხილვასა და დისკუსიას მათ ირგვლივ, რის შემდეგაც  ტრენინგის მონაწილეებმა შეაჯამეს სასემინარო დღე.

2509201802

Created by Joomla.ge