აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ახალი წიგნი „დღევანდელობა და ბიოეთიკა“

     23–25 სექტემბერს კიევში გაიმართა მე–5 ეროვნული კონგრესი ბიოეთიკაში საერთაშორისო მონაწილეობით.

     კონგრესის ორგანიზატორები გახლდნენ: უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ჯანდაცვის სამინისტრო და ბიოეთიკის საინფორმაციო ცენტრი.

     ტრადიციულად კონგრესში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე).

     კონგრესის მუშაობის დღებში მამა ადამს გადასცეს აკადემიკოს ი.ი. კუნდიევის რედაქტორობით კიევის გამომცემლობა „ავიცენაში“ გამოსული წიგნი „დღვანდელობა და ბიოეთიკა“ (უკრაინულ და რუსულ ენებზე), რომლის პირველ ნაწილში „ბიოეთიკის მსოფლმხედველობრივი და ფილოსოფიური ასპექტები“ დაბეჭდილია მამა ადამის მიერ დაწერილი პარაგრაფი „პრევენცია და პროგნოზირება თანამედროვე სეკულარული კულტურული სივრცის ბიოეთიკურ განზომილებაში“.

 

Created by Joomla.ge