აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

     25 ივნისს, 19:00–ზე ჯანსუღ კახიძის სახ. საკონცე-რტო დარბაზში გაიმართა სტამბულში მოქმედი ერთა-დერთი ქართული ანსამბლის „ქაფდაღის“ კონცერტი.

   ეს ანსამბლი დაარსდა 1975 წელს და განახლდა 2004 წელს იბერია მელაშვილის (დიდი ქართველის, ახმედ მელაშვილის ვაჟის) მეთაურობით, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი თურქეთელ ქართველთა შორის ქართული კულტურის შენარ-ჩუნებასა და განვითარებაში.

     კონცერტზე წარმოდგენილი იყო უნიკალური იმერხე-ვური, შავშური, ტაოური და ხალხური ფოლკლორური ნიმუშები; ამასთან ერთად შესრულდა ინეგოლის მხარის სოფელ ჰეირიეს ქართველთა ეთნო მუსიკალური მემკვიდრეობის ნიმუშები, საქართველოს სხვადასხვა მხარეების ხალხური სიმღერები და მელოდიები. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი ქაფდაღი იყენებს ქართულ მუსიკალურ საკრავებსა და დასავლურ ინსტრუმენტებს.

     კონცერტის ბოლოს სიტყვით გამოვიდნენ საქართვე-ლოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახ. სასწ. უნივერსიტეტს რექტორი არქიმანდრიტი ადამი,  ანზორ ერქომაიშვილი და სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე. მათ ანსამბლს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს რომ ამ ანსამბლის ღვაწლი დიდია ქართველთა შორის და ისინი ნამდვილად წარმატებით აგრძელებენ იმ დიდ სამამულო საქმეს რაც დაიწყო თურქეთში მოღვაწე ქართველმა პატრიოტმა და მამულიშვლმა ახმედ მელაშვილმა. არქიმანდრიტმა ადამმა დალოცა ანსამ-ბლის თითოეული წევრი და გულითადი წარმატება უსურვა.

Created by Joomla.ge