25 ივნისს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა სტამბულში მოქმედი ერთადერთი ქართული ანსამბლი ქაფდაღი და მისი ხელმძღვანელი დიდი ქართველი პატრიოტის ახმედ მელაშვილის ვაჟი იბერია მელაშვილი. მათ ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს და ისაუბრეს ქართული კულტურის შენარჩუნაბასა და განვითარებაზე თურქეთში მცხოვრებ ქართველებს შორის. პატრიარქის თხოვნით ანსამბლმა "ქაფდაღმა" და სიონის მგალობელთა გუნდის ანსამბლმა "ბაზიანმა"
რამდენიმე სიმღერა და საგალობელი შეასრულა. ანსამბლი საქართველოში ვიზიტს ხელი შეუწყო საქართველოში საპატრიარქომ, წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალური და ჰუმანიტარული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა, სტამბულში მოქმედი ქართული ხელოვნების სახლმა, დიასპორის საკიტხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და კომპანია ნიკორამ.