აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ვიზიტი ქართულ კათოლიკურ სავანესა და მასთან არსებულ 
ფონდსა და წიგნსაცავში

      25 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსსიტეტის დელეგაცია ეწვია ქართულ კათოლიკურ სავანეს და მასთან არსებულ ფონდსა და წიგნსაცავს. შეხვედრა განმართეს ბატონ სიმონ ზაზაძესთან, კონსტანტინე კალანგოსა და ტუფან ლომინაძესთან. 

     მასპინძლებმა დელეგაციის წევრებს საშუალება მისცეს გაცნობოდნენ იმ უნიკალურ გამოცემებსა და ხელნაწერებს რომლებსაც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ინახავს, უფრთხილდება და სწავლობს ქართული კულტურის ეს გამორჩეული ცენტრი. მხარეებს შორის დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

Created by Joomla.ge