აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ჰოლოკოსტი არ უნდა მეორდებოდეს!

25 იანვარს  თამარ მეფის უნივერსიტეტმა გამართა კონფერენცია ონლაინ  ZOOMპლატფორმის გამოყენებით: „ჰოლოკოსტის გაკვეთილები და დღევანდელობის გამოწვევები“. ინიციატორები იყვნენ უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის სასწავლო-კვლევითი კაბინეტისა და შიმონ პერესის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის თანამშრომლები. ღონისძიება მიეძღვნა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს. 

zoom

კონფერენციაზე წარმოდგენილი გახლდათ მეტად საინტერესო და ორიგინალური მოხსენებები: არქიმანდრიტი ადამ ვახტანგ ახალაძე – „ჰოლოკოსტი და თანამედროვე მსოფლიო საზოგადოებრიობის კულტურული მეხსიერება“; ბელა სარია – „ანა ფრანკის დღიური“, როგორც ტექსტი ჰოლოკოსტის შესახებ; ალექსანდრე რუსეცკი – „ჰოლოკოსტი და პოლონური ინტელიგენცია“; მარინა კაკიაშვილი – ჰოლოკოსტი, როგორც ფსიქოლოგიის საუნივერსიტეტო სწავლების საგანი; ირინა ბიბილეიშვილი – ჰოლოკოსტის გაკვეთილები ახალგაზრდობისთვის“; თამარ ჯავახიშვილი – „ფსიქოლოგიური მეცნიერული კვლევების ჰოლოკოსტის განზომილება; გია სულაბერიძე – „ჰოლოკოსტის ხსოვნა. ბუდაპეშტი“; ბელა კოპალიანი – „ჰოლოკოსტი, როგორც ეთნოკულტურული და სოციალური კატასტროფა“. 

მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთ. ერთად მოისმინეს ჯონ უილიამსის მუსიკა ფილმიდან „შინდლერის სია“ იცხაკ პერელმანის შესრულებით ორკესტრთან ერთად. გაიხსენეს ჰოლოკოსტური ლიტერატურა და წაიკითხეს ფრაგმენტები „ანა ფრანკის დღიურიდან“, იმრე კერტესის წიგნიდან „უბედოდ“, ვიქტორ გროსმანის რომანიდან „ცხოვრება და ბედი“, ვიქტორ ფრანკლის წიგნიდან „უთხარი სიცოცხლეს „დიახ!“: ფსიქოლოგი საკონცენტრაციო ბანაკში“. მამა ადამმა წაიკითხა საკუთარი ლექსი „აუშვიცი“.

zoom

Created by Joomla.ge