აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ისრაელის სრულუფლებიანი ელჩის ბატონ შაბთაი ცურის გაცილება

24 დეკემბერს საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ  ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია "ესთას"  (ასოციაციის პრეზიდენტი გახლავთ ქალბატონი ევა ბაბალაშვილი) ორგანიზებით ჩატარდა მეგობრობის საღამო. ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებული იყო საქართველში ისრაელის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის,  ბატონი შაბთაი ცურის დიპლომატიური მისიის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებული გაცილების ცერემონიალი და შეხვედრა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალის“ სამედიცინო  პერსონალთან.

12

საღამოზე მიწვეულნი იყვნენ ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი,  არქიმანდრიტი ადამი და საქმისწარმოებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის კურატორი, ირინე ბიბილეიშვილი.  ღონისძიებას საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა  მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი.

მამა ადამი და რაბინი იაკობი  ერთობლივად მიესალმნენ დამსწრე საზოგადეობას. მათ  ისაუბრეს  ბატონი ელჩის მოღვაწეობზე საქართველოში დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში. არქიმადრიტმა ადამმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბატონ შაფთაის თამარ მეფის უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ  ინიციატივებში  აქტიური მონაწილეობისთვის, რომლებიც ქართულ-ებრაული კავშირების   გაღრმავებას ემსახურებოდა.

ღონისძიებას უძღვებოდნენ მუზეუმის დირექტორი, აკადემიკოსი გივი ღამბაშიძე, ყველასათვის საყვარელი ლეგენდარული სპორტული კომენტატორი ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი და ქალბატონი ევა ბაბალაშვილი. 

12

Created by Joomla.ge