აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

დილის პროგრამა „განთიადი“: 

„განათლება – ვისი პასუხისმგებლობაა?“

განათლება – ვისი პასუხისმგებლობაა?

ამ თემაზე სასაუბროდ საპატრიარქოს ტელევიზიის დილის პროგრამამ მიიწვია საერთაშორისო ქართულ–გერმანული სიმპოზიუმის – „განათლება: ვინ არის პასუხისმგებელი?“ (ქ. ვენა, ავსტრია, 23–25 ნოემბერი) – მონაწილეები: არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე) – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის წევრი, ალექსანდრე დაუშვილი – ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, თეიმურაზ ბუაძე – თბილისის სასულიერო აკადამიისა და სემინარიის პატროლოგიის კათედრის პროფესორი, გიორგი გვასალია – ღვთისმეტყველების მაგისტრი.

მონაწილეებმა ისაუბრეს იმის თაობაზე, რომ მსოფლიოში თანამედროვე განათლების სისტემას უპირატესად სეკულარული ხასიათი აქვს. არადა განათლების სისტემაში დაუშვებელია ფასეულობითი ვექტორის უგულვებელყოფა. ამ მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდება ცოდნის მოპოვების მხოლოდ ადამიანურ შესაძლებლობებზე დაყრდნობით. მართებული  მსოფლმხედველობის ჩამოსაყალიბებლად ძალზე მნიშვნელოვანია სწორად იყოს გარკვეული რელიგიას, ფილოსოფიასა და მეცნიერებას შორის ურთიერთმიმართებანი. ამისათვის კი საჭიროა, რომ ამ პრობლემის საფუძვლები დამუშავდეს უნივერსიტეტებში.

განათლება – ვისი პასუხისმგებლობაა?

უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი ავტონომია, დამოუკიდებლობა როგორც საზოგადოებისგან, ასევე პოლიტიკისგან (სახელმწიფოსგან); სხვა ვითარებაში უნივერსიტეტი ვერ იქცევა იმ სივრცედ, სადაც საზოგადოებრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფორმები ყალიბდება. 

უნივერსიტეტებმა უნდა შეასრულონ მთავარი როლი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობების განსაზღვრაში. აკი თანამედროვე სახელმწიფოებში საქმე გვაქვს რთულ ურთიერთობებთან: ერთი მხრივ, ესაა რელიგიური შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება, ხოლო მეორე მხრივ – ეკლესიების მნიშვნელოვანი გავლენა სახელმწიფო პოლიტიკაზე, სოციალურ ცხოვრებასა და განათლებაზე. თუმცა ამას უპირისპირდება სეკულარიზაცია, რომელიც ხშირად მარგინალურ ხასიათს (შეიძლება, აგრესიულსაც კი) იძენს, როდესაც რელიგიის როლის შემცირებისკენ კი არ მიისწრაფვიან, როგორც ადამიანების ცნობიერებაში, ასევე საზოგადოების ცხოვრებაში, არამედ რელიგიის სრული ელიმინაციისა და რელიგიური ინსტიტუციების დესტრუქციისაკენ. 

ეკლესიურ სივრცეში დაფუძნებულ უნივერსიტეტს შეუძლია თავისი პროაქტიულობით მონაწილეობა მიიღოს სა¬ზო¬გა¬დო¬ებ¬ის ფა¬სე¬ულ¬ობ¬ითი ორ¬ი¬ენ¬ტა-ციის ჩამოყალიბებაში მოდერნიზაციის თანამედროვე პროცესში, რომელიც ადამიანთა/საზოგადოების მოღვაწეობის – ცხოვრების, აზროვნების, სოციალური და პოლიტიკური პრაქტიკის – ახალი ფორმების ზრდა-განვითარებისკენაა მიმართული.

Created by Joomla.ge