აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

პროექტ PAGEL-ის  ფარგლებში პირველი სასემინარო კვირეულის გახსნა  

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში 24 სექტემბერს დილის 10 საათზე პროექტ PAGEL-ის (Projektes Partnerschaften für den Gesundheitssektor in Entwicklungsländern) ფარგლებში პირველი სასემინარო კვირეული გაიხსნა.

20180924_090900

სემინარის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი არქიმანდრიტი  ადამ ვახტანგ ახალაძე, რომელმაც ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, საექთნო საქმის პედაგოგიკის, მენეჯმენტისა და მეცნიერული კვლევების განვითარების პრობლემების შესახებ საქართველოში.

20180924_092041

პროექტის ხელმძღვანელმა, ფრაიბურგის  გამოყენებით მეცნიერებათა კათოლიკური უნივერსიტეტის  ვიცე-რექტორმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა კორნელია კრიშელდორფმა წარადგინა პროექტში  მონაწილე ტრენერები და ასევე დამატებითი მონაწილეები ჭრილობის მენეჯმენტის საბაზისო კურსიდან:  პროფესორი, მედიცინის დოქტორი ჰაუკე შუმანი,  ჭრილობის მართვის სპეციალისტი, პროფესორი  ფალკ  გოედეკე, ფრაიბურგის გამოყენებით მეცნიერებათა კათოლიკური უნივერსიტეტის  საექთნო საქმის სპეციალობის სტუდენტები  ელენა ვინგერატი და იური ბოკლერი.

20180924_093341

თითოეულმა ტრენერმა–სპეციალისტმა ისაუბრა თავისი ძირითადი საქმიანობის, ასევე თავისი როლისა და საგანმანათლებლო კომპონენტის შესახებ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში.

20180924_093454

20180924_093829

Created by Joomla.ge