საქართველოს საპატრიარქოს
წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი
2021 წლის 9 ივნისს 15 საათზე
ზუმ პლატფორმაზე გამართავს სტუდენტთა ონლაინ კონფერენციას
„სტუდენტი სოციუმსა და საუნივერსიტეტო სივრცეში
COVID-19 პანდემიის პირობებში“
განსახილველი თემები:
- სტუდენტი სოციუმში: ახალი უნარჩვევები კოვიდ პანდემიის პირობებში
- სტუდენტი ოჯახში: აქტუალური საკითხები და გადასაწყვეტი პრობლემები
- სტუდენტი ონლაინ საუნივერსიტეტო სივრცეში: რესურსების ხელმისაწვდომობის პრობლემა (ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, სტუდიები...)
- სტუდენტი ონლაინ საუნივერსიტეტო სივრცეში: სტუდენტური აქტივობების შემცირება (მონაწილეობა სპორტულ, კულტურულ, შემოქმედებით და სხვ. ღონისძიებებში)
- ჩემი მუშაობის გამოცდილება კოვიდ პაციენტებთან
- ჩემი კოვიდ ავადმყოფობის ისტორია
- ონლაინ სწავლება და კოვიდ ინფორმირება
- ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული საკითხები კოვიდპანდემიის პირობებში: ჰიპოდინამია
- ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული საკითხები კოვიდპანდემიის პირობებში: კვების რეჟიმი
- ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული საკითხები კოვიდპანდემიის პირობებში: მავნე ჩვევები
- კოვიდ ცრუ ინფორმაციის პრევენციის მნიშვნელობა სტუდენტისთვის
- მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები (შშმ პირები, დევნილები, განსაკუთრებული საჭიროების ბავშვები და მოხუცები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ოკუპირებულ ტეერიტორიებზე მცხოვრებენი ...) COVID-19 პანდემიის პირობებში (სხვადასხვა რესურსების ხელმისაწვდომობისა და თანაბრობის საკითხები).