აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

შეხვედრა ქართველ ებრაელ მწერალთან – იზოლდა კრიხელთან

24 მაისს დავით ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში ჩატარდა შეხვედრა ცნობილ ქართველ ებრაელ მწერალთან, ქ-ნ იზოლდა კრიხელთან და მისი წიგნის – „სურამული სიზმარ-ცხადი" (თელ-ავივი, 2017) წარდგინება ქართული საზოგადოების წინაშე.

მუზეუმის დირექტორმა, ბატონმა გივი ღამბაშიძემ საზოგადოებას გააცნო ექსპოზიციები და საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიაზე ისაუბრა. 

წიგნის ავტორმა და ქართული და ებრაული საზოგადოებების წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს წიგნის მხატვრულ და მეცნიერულ ღირებულებაზე და ავტორს უსურვეს შემდგომი შემოქმედებითი წარმატებანი. 
უნივერსიტეტის სახელით ქ-ნ იზოლდა კრიხელს მიესალმა არქიმანდრიტი ადამი, მან ისაუბრა ახალი წიგნის მნიშვნელობაზე, უნივერსიტეტში ახლად დაარსებულ შიმონ პერესის სახელობის სასწავლო სამეცნიერო ცენტრზე და იმ სამეცნიერო სამუშაოზე, რომელსაც ითვალისწინებს ახლად იმპლემენტირებული სადოქტორო კვლევები.

Created by Joomla.ge