სამეცნიერო სემინარი – ეროვნული თვითმყოფადობა საკაცობრიო ღირებულებების კონტექსტში
2013 წლის 24 მაისს, 16 სთ-ზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სამეცნიერო სემინარი – “ეკლესია და კულტურა”. მასზე მოწვეულნი იყვნენ უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები, მეცნიერები და საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელნი.
ღონისძიება ჩატარდა მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის – „ეროვნული თვითმყოფადობა საკაცობრიო ღირებულებების კონტექსტში“ – ფარგლებში და მისი ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.
სემინარზე წარმოდგენილი იყო 2 ძირითადი მოხსენება: ,,რელიგია და კულტურა” (ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი)) , ,,კულტურისა და სარწმუნოების მიმართებისათვის” (დიმიტრი თუმანიშვილი).
სემინარის მუშაობა შეაჯამა და დამსწრეთ დასკვნითი სიტყვით მიმართა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის წევრმა, წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, არიქმანდრიტმა ადამმა (ახალაძემ).