ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემია
ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიის მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით 2014 წლის პრემიის ლაურეატი გახდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე.
ამავე საბჭოს დადგენილებით, ვარშავის უნივერსიტეტის (2014 წ.) წმ. გრიგოლ ფერაძის სახ. საერთაშორისო პრემიის ლაურეატები, აგრეთვე, გახდნენ:
პროფესორი ვოიცეხ მატერსკი, პოლონელი ისტორიკოსი, ქართველოლოგი – დაჯილდოვდა საქართველოს ისტორიის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;
პროფესორი იან ბრაუნი, პოლონელი ენათმეცნიერი და ქართველოლოგი – დაჯილდოვდა რუსთველოლოგიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
წმ. გრიგოლ ფერაძის პრემია ვარშავის უნივერსიტეტის ქართველოლოგიურმა ჟურნალ "პრო გეორგიამ" 2010 წელს დაარსა და მას ორ წელიწადში ერთხელ გასცემს.
წმ. გრიგოლ ფერაძის პრემია მის ლაურიატებს იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისათვის გადაეცემათ, რომლებსაც ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებდნენ.
წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი ულოცავს ვარშავის უნივერსიტეტის წმიდა გრიგოლ ფერაძის სახ. საერთაშორისო პრემიის ლაურეატებს.