სულიერი ცხოვრების ციცინათელები
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში გაიმართა სვეტლანა ქეცბას, დიმიტრი ჯაიანისა და ჯუმბერ ყოლბაიას ხსოვნის საღამო.
ღონისძიებას უძღვებოდა არქიმანდრიტი ადამ ახალაძე.
მონაწილეობდნენ: ცენტრის თავმჯდომარე ირინა ქეცბა, დათა გულუას სახელობის ახალგაზრდა პოეტთა კონკურსის ლაურეატი გიორგი ბალახაშვილი, საქართველოს სახალხო არტისტი ელდარ გეწაძე, ვალერი ასათიანი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალთა ჯგუფი (თორნიკე მანწკავა, ბექა ხუციშვილი, დავით ხვადაგიანი, ვაჟა ნაზღაიძე, ირაკლი მკალავიშვილი) და ანსამბლის ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია, დეკანოზი ბიძინა გუნია, საქართველოს სახალხო არტისტი თემურ გუგუშვილი, კონცერტმაისტერი ლელა უსეინაშვილი, ვანო სარაჯიშვილის კონკურსის ლაურეატი ლექსო კაპანაძე, ხელოვნებათმცოდნე მერაბ გეგია, 195-ე სკოლის მოსწავლე ანა ქაშიბაძე.