თამარ მეფის უნივერსიტეტი მონაწილეობს პირველ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში ,,თანამედროვე ზოოლოგიური პარკის ფსიქოლოგიურ-გამაჯანსაღებელი შესაძლებლობები“
2018 წლის 23 ოქტომბერს კიევში ჩატარდა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,თანამედროვე ზოოლოგიური პარკის ფსიქოლოგიურ-გამაჯანსაღებელი შესაძლებლობები“. ამ სამეცნიერო ფორუმის ორგანიზებასა და მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორმა, მედიცინის დოქტორმა გრიგოლ სულაბერიძემ და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მანანა რუხაძემ.
კონფერენციის ონლაინ სესიაზე სკაიპის საშუალებით წარდგენილ იქნა მოხსენება „რაიტთერაპიის სამეცნიერო დასაბუთება და მისი გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება საქართველოში“.
მომხსენებლებმა ისაუბრეს ქართული რაიტთერაპიის სკოლის ისტორიასა და მიღწევებზე, რამაც კონფერენციის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ქართულმა მხარემ პასუხი გასცა კონფერენციის მონაწილეთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს. დაისახა ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივა.