სტუდენტთა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის თაოსნობითა და ორგანიზებით ზუმ პლატფორმაზე ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია „სტუდენტი სოციუმსა და საუნივერსიტეტო სივრცეში COVID-19 პანდემიის პირობებში“.
მონაწილეებს მიესალმა თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ ვახტანგ ახალაძე.
მსმენელების წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ნიკოლოზ საჯაია (“ჩემი და ჩემი ოჯახის კოვიდავადმყოფობის (ორმაგი) ისტორია“); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტი, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტი გიორგი გაგუა („ცრუ ინფორმაციის პრევენცია COVID 19 პანდემიის პირობებში“); კინგსბოროს კოლეჯის (აშშ) ბიოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ელიზაბეტ ულუმბელაშვილი („ონლაინ სწავლება კოვიდ პანდემიის პირობებში“); თამარ მეფის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ტურავა („ჩემი კლინიკური სამუშაო გამოცდილება კოვიდ პაციენტებთან“); თამარ მეფის უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ანა ნუცუბიძე („ონლაინ სწავლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის თაობაზე ინფორმირება კოვიდ პანდემიის პირობებში“); თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი დავით დანელია („კოვიდავადმყოფობის ისტორია პირადი გამოცდილების შუქზე“); თამარ მეფის უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი მარიამ კიკალიშვილი („ჩემი გამოცდილება. როგორ ვმუშაობდი ექთნის დამხმარედ კოვიდპაციენტებთან კლინიკა „ამტელ ჰოსპიტალში“); თსსუ მედიცინის ფაკულტეტის მეექვსე კურსის სტუდენტი ანა კაკაბაძე („სტუდენტი ონლაინ საუნივერსიტეტო სივრცეში: რესურსების ხელმისაწვდომობის პრობლემა“); წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის პოლიტიკისა და ბიოეთიკის პროგრამის მაგისტრანტი გიორგი ხარჩილავა („COVID 19- ის შესახებ პრევენციული ღონისძიებების ცოდნა-გაცნობიერება და პრაქტიკაში გამოყენება საქართველოს მოსახლეობაში პანდემიის დასაწყისში“); საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი თინათინ ნორაკიძე („კვების რეჟიმი პანდემიის პირობებში“); თსსუ მედიცინის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი ნინო სახანბერიძე („სტუდენტი სოციუმში: ახალი უნარ-ჩვევები კოვიდ პანდემიის პირობებში“); საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის პოლიტიკისა და ბიოეთიკის პროგრამის მაგისტრანტი გიორგი ჯიჯიაშვილი („COVID 19 და მავნე ჩვევები“); თამარ მეფის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი ლიკა ნოღაიდელი („პანდემია და ონლაინ სწავლება“).