აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

აჰმედ ოზქან მელაშვილის იუბილისადმი
მიძღვნილი საერთაშორისო
კონფერენციის მეორე და მესამე სხდომა

     2012 წლის 23 ივნისს ჩატარდა აჰმედ ოზქან მელაშვილის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მეორე და მესამე სესია. მეორე სესია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში შედგა. მოდერატორები: ჯონი აფაქიძე (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (საქართველო)) და მუსტაფა იაკუთი (გურამ ხიმშიაშვილი - მწერალი და საზოგადო მოღვაწე (თურქეთი)). 

     კონფერენციის მესამე სესია იმავე დღეს საქართელოს ეროვნული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა. მოდერატორები: ლია ჩლაიძე, როზეტა გუჯეჯიანი (საქართველო), იბერია ოზქან მელაშვილი (თურქეთი).

news 22-24.06.2012 (9)     სხდომებზე წარმოდგენილი იყო ქართველი და თურქე–თელი მეცნიერების მოხსენებები საქართველო-თურქეთის ისტორიული ძეგლების, ეთნოგრაფიის, არქიტექტურის, ენათმეცნიერების, ისტორიისა და კულტურის და სხვადასხვა აქტუალური თემის შესახებ. ოფიციალური სამუშაო ენები ქართული, თურქული და ინგლისური გახლდათ.

     ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ჩატარდა. მისი მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და ეროვნული მუზეუმი.

     იგი რამდენიმე სეგმენტად ჩატარდა და 21 დან 24 ივნისამდე მიმდინარეობდა, მოიცავდა: საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციას, ქართულ–თურქული კულტურული ურთიერთობების ამსახველი ექსპოზიციის გახსნას, რამდენიმე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას.

Created by Joomla.ge