აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

     23 – 26 მაისს კუნძულ კრეტაზე, მართლმადიდებ-ლური აკადემიის შენობაში გაიმართა ბიოეთიკის კომისიის პირველი სხდომა, რომელსაც პერგამოსის მიტრო-პოლიტი იოანე მეთაურობდა. სხდომას ესწრებოდნენ სხვა-დასხვა ქვეყნის დელეგაციები. საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციას წარმოადგენდნენ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რაქტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე), ბერ–დიაკონი მიქაელი (ბრეგვაძე) და ზაზა ეჯიბიშვილი.

      სხდომაზე ისაუბრეს კომისიის მნიშვნელობაზე თანამედროვე ცხოვრებაში და აშკარად გამოიკვეთა ის მოსაზრება, რომ აუცილებელია საღვთისმეტყველო კრიტერიუმების შემუშავება, რათა იხელმძღვანელონ თითოეული საკითხის განხილვისას, რომლების წამოიჭრება თანამედროვე მეცნიერებაში მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე.

 

Created by Joomla.ge