ქართველო და აფხაზო დებო და ძმებო,
გილოცავთ ჩვენი ძმობის დღესასწაულს –
აფხაზეთობას!
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია, პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები აფხაზეთობის დღესასწაულს ულოცავენ სრულიად საქართველოს!
საქართველოში ქრისტიანობის ერთ–ერთი მქადაგებლის, წმიდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს – 23 მაისს – უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით დაწესდა სახალხო დღესასწაული აფხაზეთობა.
ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთობა საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა, ხოლო რუსთაველის თეატრში გაიმართა საზეიმო კონცერტი.