აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საერთაშორისო კონფერენცია
"მწერლობა, რომელსაც საზღვრები ვერ იტევს"

     23 მაისს სტამბოლის მიმარ სინანის ხელოვნების უნივერსიტეტი მასპინძლობდა საერთაშორისო კონფერენციას "მწერლობა, რომელსაც საზღვრები ვერ იტევს": ლია ჩლაიძე სტამბოლში.
     ღონისძიების მოაწყო სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრმა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტმა.
კონფერენცია გახსნა ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ფეჰმი უზალმა (უსტიაშვილი), რომელმაც ისაუბრა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ფოლკლორისტის, მთარგმნელის, თურქოლოგის პროფესორ ლია ჩლაიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

       

     დამსწრე საზოგადობას მიესალმა წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი. მან მიმოიხილა ქართულ-თურქული კულტურული ურთიერთობების ისტორია, აღნიშნა ლიტერატურის მნიშვნელობა ხალხებს შორის ურთიერთდაახლოების პროცესში და პროფესორ ლია ჩლაიძის ღვაწლი ამ კუთხით.

სიტყვებით გამოვიდნენ თურქეთელი ქართველები : ქოჯაელის ქართული კულტურის ცენტრის თავმჯდომარე აბდულლაჰ ზორლუ, მუსტაფა იაკუთი (ხიმშიაშვილი), ოსმან ნური მერჯანი, იბერია ოზკანი, ეშრეფ ილმაზი, ცნობილი დრამატურგი თუნჯერ ჯუჯენოღლუ.
პროფესორმა ლია ჩლაიძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა თურქულ-ქართული კულტურული კავშირების მნიშვნელობას ჩვენს ხალხებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისათვის, გაიხსენა რამოდენიმე ეპიზოდი თურქეთელ ქართველებთან მისი ურთიერთობების ისტორიიდან, უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.
     კონფერენცია გაგრძელდება ქართული კულტურის ცენტრში ხელოვნების მოღვაწეთა გამოსვლებით.
     აღნიშნული ღონისძიება სტამბოლში, არის გაგრძელება 2014 წლის ნოემბერში თამარ მეფის უნივერსიტეტის მიერ თბილისში ორგანიზებული კონფერენციიისა „თურქეთელი ქართველები-ერთიანი ქართული კულტურის მემკვიდრენი“.

Created by Joomla.ge