არჩილ ტატუნაშვილის პანაშვიდი წილკანში
თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და თანამშრომლები 23 თებერვალს ტრაგიკულად გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ეწვივნენ და მიუსამძიმრეს.
მამა ადამმა ახალშესვენებული სამხედრო მოსამსახურის არჩილის სულის საოხი პანაშვიდი გადაიხადა.
სამღვდელო მსახურებაში მონაწილეობა მიიღეს თამარ მეფის უნივერსიტეტის, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის ტაძრისა და შინდისის დედათა მონასტრის – თამარწმინდის მგალობლებმა.