სტუდენტთა და მეცნიერთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია მე–20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ლიტერატურული პროცესი. პროზა.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი 2021 წლის 21-22 აპრილს გამართავენ სტუდენტთა და მეცნიერთა ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციას მე–20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ლიტერატურული პროცესი. პროზა.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. კონფერენციის მონაწილენი განიხილავენ:
- ლევან გოთუას, ოთარ ჭილაძის, ჭაბუა ამირეჯიბის, ნოდარ დუმბაძის, რევაზ ინანიშვილის, ჯემალ ქარჩხაძის, გრიგოლ აბაშიძის, ოთარ ჩხეიძის, ოტია იოსელიანის, თამაზ ჭილაძის, გურამ რჩეულიშვილის, გურამ გეგეშიძის, ნოდარ წულეისკირის შემოქმედებას;
- მე–20 საუკუნის მეორე ნახევრის (60-იანი, 70-იანი, 80-იანი წლების) ქართული ლიტერატურული პროცესის ისტორიულ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტს;
- მე–20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული სამწერლობო ენის თავისებურებებს;
- მწერლებისა და პერსონაჟების მსოფლმხედველობრივ, ფსიქოტიპოლოგიურ, იდენტურობის განსაზღვრისა და სხვა საკითხებს;
- მე–20 საუკუნის მეორე ნახევრის (60-იანი, 70-იანი, 80-იანი წლების) ქართული ლიტერატურული პროცესის კვლევის პრობლემებს.
თითოეულ მოხსენებას დაეთმობა 15 წუთი, დისკუსიას - 10 წუთი.
თეზისების გაფორმების წესი:
თავფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- მოხსენების სათაური;
- მომხსნებლის სახელი, გვარი,
- მეცნიერისთვის - სამეცნიერო ხარისხი და წოდება, თანამდებობა, უნივერსიტეტი
- სტუდენტისთვის - უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი, პროგრამა, სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი და გვარი;
- ავტორ(ებ)ის მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი;
- ფონტი - sylfaen, ზომა -12, ინტერვალი -1,5
- თეზისების მოცულობა: არაუმეტეს 800 სიტყვისა;
სტუდენტების მიერ წარმოდგენილ თეზისებს თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაცია.
გთხოვთ, მონაწილეობის მსურველებმა თეზისები გამოგვიგზავნოთ 2021 წლის 31 მარტის 22 სთ-მდე შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2021 წლის 1 აპრილამდე.
საკონტაქტო პირები :
ბელა სარია ტელ.: 599115744 ელ-ფოსტა:
ბორის ზალიშვილი ტელ.: 593743852 ელ-ფოსტა:
მოხსენება კონფერენციაზე წაკითხულ უნდა იქნას სლაიდების თანხლებით Power Point-ის გამოყენებით