აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

   2010 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში უჩვეულო და გამორჩეულად თბილი შეხვედრა გაიმართა.უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა აკადემიური საბჭოს წევრებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და პროფესორ–მასწავლებლებს პირადად მიულოცა უნივერსიტეტის ავტორიზაცია. 

თავის გამოსვლაში არქიმანდრიტმა ადამმა ისაუბრა ავტორიზაციის მიმდინარეობაზე, მის პრობლემებსა და შედეგებზე, უნივერსიტეტის პოტენციურ წვლილზე ქვეყნის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში, სამედიცინო, საბუნებისმეტყველო და სოციალურ–ჰუმანიტარული განათლების  პერსპექტივებზე, სასესიო პერიოდის საორგანიზაციო საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა ყველა პროფესორ–მასწავლებელს გაწეული ღვაწლისათვის, მიულოცა დამდეგი შობა–ახალწელიწადი და გადასცა საჩუქრები.

 

 

Created by Joomla.ge