აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

არქიმანდრიტის ზარი

ამ სათაურით „ლიტერატურული გაზეთი“ (N12, 21 ივნისი–4 ივლისი) აქვეყნებს ცნობილი მწერლისა და კრიტიკოსის მაკა ჯოხაძის ესსეს მამა ადამის შემოქმედების შესახებ. 

1

ავტორი წერს:

„საოცარი ფენომენია მამა ადამი ჩვენს სინამდვილეში. ასეთები თითქოს მხოლოდ ისტორიული წარსულიდან გვახსოვს. იგი ზარივითაა, იმ ზარივით, ჯონ დონის სიტყვებად რომ წააწერა ჰემინგუეიმ თავის რომანს „ვის უხმობს ზარი“. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მოკიდებული, როცა ჩვენს სალიტერატურო სივრცეში გამოდიოდა ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“, ჩაფიქრებული მქონდა ესსეი სათატურით „ვის უხმობს მამა ადამის ზარი“...

ზარი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვიხმობს, თითოეულ ჩვენთაგანს, ვინც სიყვარულის, რწმენის, სიტყვისა და სამშობლოს ფასი იცის. ამ წიგნით „იმიტომ, რომ სახლია შენი!“ არქიმანდრიტი ადამი ცდილობს, თვალი აუხილოს ადამიანებს და მაცხოვარი, როგორც გიიომ აპოლინერმა აღმოაჩინა: „ჟამის გუგაში ბროლია იესო“, სწორედ ეს ბროლი დაანახოს. 

„იმიტომ, რომ სახლია შენი!“ ამ წიგნითაც, ისე როგორც მთელი თავისი ღვაწლითა და მრავალმხრივი შემოქმედებით მამა ადამი ცდილობს თითოეული ჩვენთაგანი უძღები შვილივით საკუთრ სახლს დაუბრუნოს, ხალხი კი, როგორადაც ერთ დროს გვახსოვს... ხალხი ისევ ერად აქციოს.“

Created by Joomla.ge