საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პლენარული სხდომა
კონფერენციაზე განსაკუთრებული მონაწილის სტატუსით მოწვეული გახლდათ მწერალი, ლიტერატურის მკვლევარი, დრამატურგი, ფილოლოგიის დოქტორი, ქალბატონი მაკა ჯოხაძე. მისი მოხსენების თემა გახლდათ „ორი სამყარო: ხელოვნება და სინამდვილე“.
პლენარულ სხდომაზე თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი არქიმანდრიტი ადამ ვახტანგ ახალაძე წარდგა მოხსენებით „სამყაროს ტრანსდისციპლინური სურათი: ლიტერატურული კვლევების მისია“.
პლენარული სხდომის მოდერატორი გახლდათ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ბელა სარია.