საერთაშორისო ქართულ-გერმანული საუნივერსიტეტთაშორისო სიმპოზიუმი
„გერიატრიული პაციენტი და ქრონიკული ჭრილობების მართვა“
თამარ მეფის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სიმპოზიუმმა „გერიატრიული პაციენტი და ქრონიკული ჭრილობების მართვა“.
სიმპოზიუმი გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ. სიმპოზიუმის მონაწილეებს, სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: პროექტ „PAGEL”-ის ხელმძღვანელი, ფრაიბურგის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი კორნელია კრიხელდორფი, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის პროგრამების მენეჯერი ბატონი გიორგი ბუტიკაშვილი, „საქართველოს კარიტასის“ ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ბატონი გაიოზ ყუბანეიშვილი.
სიმპოზიუმზე მოისმინეს შემდეგი მოხსენებები:
1.არქიმანდრიტი ადამ ახალაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. „ექთნობა და საექთნო განათლება თანამედროვე საქართველოში“;
2.კორნელია კრიხელდორფი, სოციალური გერონტოლოგიის დოქტორი, პროფესორი. „გერიატრიული პაციენტის შინმოვლა საქართველოში. ინტერდისციპლინარული მიდგომები და კონცეფციები“;
3.გაიოზ ყუბანეიშვილი, „საქართველოს კარიტასის“ ჯანდაცვის პროგრამების მენეჯერი. „საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა 2018“;
4.ანა კელნერი, ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის საექთნო საქმის პროფესორი, საექთნო საქმის გამოყენებითი სპეციალობების მიმართულების ხელმძღვანელი; ჰაუკე შუმანი, ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი. "ქრონიკული ჭრილობები- მულტიდისციპლინარული გამოწვევა“;
5.გრიგოლ სულაბერიძე, მედიცინის დოქტორი, წმიდა თამარ მეფის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. „ჭრილობების მართვა. შეხორცების პრინციპები. სისხლდენა და მისი კონტროლი“.