საერთაშორისო კონფერენცია კულტურათაშორისი დიალოგის ფარგლებში
ა/წ 10-11 ნოემბერს უკრაინისა და აზერბაიჯანის სამეცნიერო წრეების ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე მრავალკონფესიური საზოგადოების დიალოგის ფილოსოფიური, რელიგიური, იურიდიული ასპექტები და ტენდენციები“. ღონისძიება ZOOM პლატფორმაში წარიმართა და მასში მონაწილეობდა ექვსი ქვეყანა. ორგანიზატორები გახლდნენ როგორც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საუნივერსიტეტო გაერთიანება, რომელიც წარმოდგენილი იყო უკრაინის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ბრიტანეთის, ესტონეთის უმაღლესი სასწავლებლების და სამეცნიერო-კვლევითი ინსიტუტების სახით.
საქართველოს საპატრიარქოს სახელობის წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტი გახლდათ ზემოაღნიშნული კონფერენციის პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის რამდენიმე უნივერსიტეტთან და სამეცნიერო ორგანიზაციასთან ერთად.
უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა გახსნა კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით. ამასთანავე, 11 ნოემბერს ჩვენი დოქტორანტის, ირინე ბიბილეიშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა ისრაელელ პარტნიორებთან ერთად მომზადებული ერთობლივი მოხსენება, რომელიც შევიდა კონფერენციის სამეცნიერო შრომათა კრებულში ( ISSN: 1987-6521, E-ISSN: 2346-7541).