სტუდენტთა საყურადღებოდ!
როგორც მოგეხსენებათ, სტუდენტების ექსპერტთა ჯგუფის წევრის სტატუსით მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესებში აქვს არსებითი მნიშვნელობა.
ამასთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მუდმივად ზრუნავს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე და ექსპერტთა კორპუსის ახალი წევრებით განახლებაზე.
ამ მიზნით, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი სტუდენტების შესარჩევად გამოცხადდა კონკურსი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე: