უნივერსიტეტები მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისათვის
2020 წლის 24 ოქტომბერს გაეროს წესდების მიღებიდან 75 წელი სრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ წამოიწყო გლობალური დიალოგის ინიციატივა.
გიწვევთ
გაეროს 75 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ონლაინ შეხვედრაზე,
”უნივერსიტეტები -მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისათვის”
ღონისძიების ორგანიზატორები არიან:
- ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა
- საერთაშორისო მოძრაობა "უნივერსიტეტები მშვიდობისათვის"
- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია
შეხვედრა გაიმართება 2020 წლის 22 ოქტომბერს, 20:00-22:00 საათზე (თბილისის დროით) და ZOOM-პლატფორმით. მონაწილეობის მსურველები დაგვიკავშირდით 20 ოქტომბრამდე მეილზე: . დაინტერესების შემთხვევაში დაგეგზავნებათ ბმული.