სამაგისტრო ნაშრომების დაცვა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში
2021 წლის 20 აგვისტოს საქართველოს საპატრირქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტში მაგისტრატურის სტუდენტების საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვა ჩატარდა.
სადიპლომო ნაშრომების დაცვისთვის შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და წარმატებული სამუშაო დღე უსურვა უნივერსიტეტის რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, არქიმანდრიტმა ადამ ვახტანგ ახალაძემ.
უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტების შესაბამისად შეიქმნა ორი კომისია :
ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის მიმართულებით და ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით.
სამაგისტრო პროგრამა,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა ბიოეთიკა“
ანა დიასამიძე - „ჩვილ ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი ფორმულების (საკვების) მოხმარების თავისებურებების შესწავლა ძველი თბილისის რაიონის მაგალითზე“
ხელმძღვანელი თსსუ-ის კვებისა და ასაკობრივი მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ბელა ყურაშვილი
სამაგისტრო პროგრამა ,,თურქეთისმცოდნეობა“
მარიეტა ოთარაშვილი - „თურქეთის დასავლური ორიენტაცია და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები XX საუკუნის მეორე ნახევარში“
ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი ზაზა წურწუმია.
თემები უპასუხებდა მათი ავტორების მისწრაფებებსა და ინტერესებს. არჩეული მეთოდოლოგია ძირითადად შეესაბამებოდა კონკრეტული სტუდენტის შესაძლებლობებს. სტუდენტებმა სიღრმისეულად, სერიოზულად დაამუშავეს ერთი შეხედვით ვიწრო, კონკრტული თემები და ისე წარმოადგინეს, რომ კომისიამ ერთხმად აღიარა თემის განზოგადების შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ ბაკალავრები მომავალი სასწავლო წლიდან მონაწილეობას მიიღებენ პოსტსადიპლომო სამუშაოებში.
უნივერსიტეტის რექტორმა გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა საკვალიფიკაციო თემების ხელმძღვანელებს და იმედი გამოთქვა, რომ შერჩეული თემებზე მუშაობას უნივერსიტეტის სტუდენტები მაგისტრატურის საფეხურზე გააგრძელებენ იმ კვლევით უნარებზე დაყრდნობით, რომლებიც ბაკალავრიატში სწავლებისას შეიძინეს.