აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის მიმართულების საბაკალავრო  ნაშრომების დაცვა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში

2021 წლის 20 აგვისტოს საქართველოს საპატრირქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა  სტუდენტების   საკვალიფიკაციო ნაშრომების  დაცვა ჩატარდა.

სადიპლომო ნაშრომების დაცვისთვის  შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და წარმატებული სამუშაო დღე უსურვა  უნივერსიტეტის რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, არქიმანდრიტმა ადამ ვახტანგ ახალაძემ.

უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტების შესაბამისად შეიქმნა  ორი კომისია :

ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის მიმართულებით  და ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა   მიმართულებით.

 

ფიზიკური მედიცინისა  და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამა

ანუკი ღავთაძე - ბრტყელტერფიანობა ბავშვებში-ფიზიკური რეაბილიტაციის პრინციპები

ხელმძღვანელი მედიცინის  დოქტორი გრიგოლ სულაბერიძე 

ნოდარ იაშვილი - „ხერხემლის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია“

ხელმძღვანელი  დოქტორი გრიგოლ სულაბერიძე

მარიამ ჩილინდრიშვილი -   „რეაბილიტაცია მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანების დროს“ 

ხელმძღვანელი   მედიცინის დოქტორი    გრიგოლ სულაბერიძე

ნინო  კურკუმული - „რეაბილიტაცია მხრის სარტყლის დაზიანებების დროს“ 

ხელმძღვანელი    მედიცინის  დოქტორი    გრიგოლ სულაბერიძე

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის  საბაკალავრო  პროგრამა 

დავით დანელია  -  „C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში“

ხელმძღვანელი  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი  ირინე ზარნაძე

თეონა  ჯავახიშვილი - „კორპორაციული   სოციალური პასიხისმგებლობის გავლენა მომხმარებლის განწყობაზე ჯანდაცვის სექტორში“ 

ხელმძღვანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი  ირინე ზარნაძე

დოდო გოლოძე  - „დაგეგმვა და კონტროლი სადაზღვევო მარკეტინგის სისტემაში“

ხელმძღვანელი მედიცინის მენიერებაათა დოქტორი  ირინე ზარნაძე

ლალი შარვაძე - „ფაქტობრივი კვების შეფასება სტუდენტ ახალგაზრდობაში“

ხელმძღვანელი  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი შალვა  ზარნაძე

წარმოდგენილი ნაშრომები  სვსებით აკმაყოფილებს სადიპლომო შრომებისათვის დადგენილ მოთხოვნებს. სტუდენტებმა დაამტკიცეს, რომ  შეუძლიათ არჩეულ თემასთან დაკავშირებული ლიტერატურის - სტატიებისა და წიგნების კრიტიკული დამუშავება, სხვადასხვა სამეცნიერო თვალსაზრისის მიმოხილვა, შეჯერება და საკუთარი დამოკიდებულებებისა და შეხედულებების  იმგვარად წარმოჩენა, რომ უნივერსიტეტის რექტორისა და კომისიის წევრების მოწონება დაემსახურეებინათ. 

დაცვის  მსვლელობისას აღინიშნა საკვალიფიკაციო ნაშრომების ხელმძღვანელთა  მაღალი კვალიფიკაცია, გამორჩეული პედაგოგიური ხელწერა. მათ შეძლეს სტუდენტებთან ერთად შეერჩიათ აქტუალური თემები და დაცვაზე უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებისათვის  წარედგინათ დახვეწილი ნაშრომები,  როგორც  მომავალი სამეცნიერო შრომებისათვის წარმატებულად,  მაღალი აკადემიური  კულტურით შესრულებული მოსამზადებელი  ნამუშევრები.

Created by Joomla.ge