მუზეუმის საერთაშორისო კვირეული
20 მაისს "მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის" ფარგლებში, დავით ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმმა და მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია "ესთამ" (პრეზიდენტი ქალბატონი ევა ბაბალაშვილი) გამართა "მეგობრობის საღამო" - შეხვედრა კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილსა და მსახიობ თამარ სხირტლაძესთან.
ამ შეხვედრით გამოჩენილი ხელოვან ქალბატონებს დაბადების დღე მიულოცეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ მახარაშვილი და სხვა ოფიციალური პირები, აგრეთვე, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები და საპატიო სტუმრების დელეგაცია ისრაელიდან.
უნივერსიტეტის სახელით იუბილარებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქმისწარმოებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის კურატორი ირინე ბიბილეიშვილი.
შეხვედრა მიყავდათ ჯამლეტ ხუხაშვილსა და ევა ბაბალაშვილს. საღამო დაამშვენა ვაჟა აზარაშვილის, ტატო გოდერძიშვილისა და ბავშვთა ანსამბლ "გვირილას" მუსიკალურმა შემოქმედებამ.