აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

შეხვედრა კლინიკურ საავადმყოფოში

     20 აპრილს საერთაშორისო კონგრესის სამუშაო პროგრამის ფარგლებში არქიმანდრიტი ადამს შეხვედრა მოუწყო კიევის მე–6 კლინიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ. საპატიო სტუმარი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ავტონომური ეკლესიის ჯანდაცვის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, მეექვსე კლინიკური საავადმყოფოს მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის წინამძღვარმა, ექიმმა–კობუსტიოლოგმა, დეკანოზმა გენადი ბატენკომ.

    მამა ადამი წარსდგა საექიმო აუდიტორიის წინაშე მოხსენებით „ბიოეთიკა და მსოფლიო საზოგადოებრიობა: დღევანდელი დღე და პერსპექტივები“.

   მოხსენების  შემდეგ  სტუმარმა  უპასუხა ექიმთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.

    შეხვედრის ბოლოს სიტყვით გამოვიდა კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დოცენტი, ბატონი ვადიმ კრიჟევსკი, რომელმაც მადლობა გადაუხადა არქიმანდრიტ ადამს თანამშრომლობისათვის, უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში და გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.

news 19-22.04.2012 (8)news 19-22.04.2012 (7)

Created by Joomla.ge