სამმხრივი შეხვედრა. DAAD-ის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი დაიწყო
თამარ მეფის უნივერსიტეტს ფრაიბურგის გამოყენებით მეცნიერებათა კათოლიკური უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „კარიტასის“ წარმომადგენლები ეწვივნენ.
შეხვედრა გახსნა თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ.
ფრაიბურგის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა პროფესორმა კორნელია კრიხელდორფმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD-ის) მიერ მოწონებული ქართულ-გერმანული ერთობლივი პროექტის სრული ვერსია წარმოადგინა.
პროფესორმა ანა კელნერმა (ფრაიბურგი) ისაუბრა ფრაიბურგულ პროექტში გათვალისწინებული ტრეინინგების შინაარსისა და მნიშვნელობის შესახებ.
საუბარი შეეხო თამარ მეფის უნივერსიტეტის მონაწილეობას ფრაიბურგის განათლებისა და მეცნიერების საერთაშორისო კვირეულში ამა წლის ივნისის თვეში.