აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

    2011 წლის 2 მარტს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პრეზენტაცია: „უნივერსიტეტი - იდეა და დღევანდელობის გამოწვევები“.

      უნივერსიტეტის რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე მობრძანების, გულთბილი მილოცვებისა და კეთილი სურვილებისათვის და წარმოადგინა უნივერსიტეტის კონცეფციის ძირითადი დებულებანი და დევიზი: „წარსულისა და მომავლის ერთგულება აწმყოში “.

Created by Joomla.ge