სტუდენტთა და პედაგოგთა საყურადღებოდ!
19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი გაგრძელდება ჰიბრიდული ფორმით, რაც გულისხმობს:
- კოვიდ - კლინიკებში დისლოცირებულ სასწავლო დეპარტამენტებში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის განხორციელება გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში;
- სალექციო კურსები ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში;
- ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების საკითხი არადისტანციურ რეჟიმში გადაწყდება 3 ნოემბრიდან ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით შესაბამისი რეგულაციების დაცვით.
სტუდენტებმა და პედაგოგებმა დისტანციურ რეჟიმში სწავლის შესახებ დამატებითი ინფორმაციებისთვის მიმართეთ დეკანატს და სერვისების და კომუნიკაციის სამსახურს.
საკონტაქტო ტელეფონები:
599 11 57 44 ბელა სარია
593 74 38 52 ბორის ზაალიშვილი